top_leaderboard

ლამინ იამალი: ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის მთავარია, ორ ტურნირზე მონაწილეობა ლოგიკური არ იქნება

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარი მოახლოებული ევროპის ჩემპიონატია, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას ის ლოგიკურად არ მიიჩნევს.

„ორ ტურნიზე მონაწილეობა ლოგიკური არ იქნება. ჩემთვის მთავარი ევროპის ჩემპიონატია, ეს შეჯიბრება უმნიშვნელოვანესია. ვნახოთ, როგორ გამოვალთ ევრო 2024-ზე. თუ ესპანეთი ასპარეზობას ნაადრევად დაასრულებს, ოლიმპიური თამაშებისთვის სცენარი შეიცვლება.

თუმცა, თუ პარიზის ოლიმპიადაზე გამგზავრება მომიწევს, უკან არ დავიხევ“, – განაცხადა ლამინ იამალმა.

16 წლის ლამინ იამალი მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა. ის უკვე გახდა ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ