leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: გუშინ ალიკომ იკაცა!

„მოკლედ, ალიკომ თავის ჭკუისებს მოუწოდა – აბჯრები აისხით და რავი, ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩაიბანეთო. არ ვიცი, შეიძლება ჯერ უნდა ჩაიბანონ და აბჯრები მერე აისხან, მაგას ალბათ ალიკოსთან გაარკვევენ“, – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

გუშინ ალიკომ იკაცა!

რასაა, რო გვკადრებთ და ვისაა, რო ჰკადრებთო?

დიახაც, ეგ კანონი რუსულიაო!

რათაო?

იმათაო… რუსულია და მორჩაო… ჩვენ ეგრე გვეჩვენება და ეგრეც არიო… წვეთიც არ გაუვა, არ მიგაღებინებთ, თავებს შეგაკლამთ და არ მიგაღებინებთო!

 მერე ალიკომ თავი მაიგიჟიანა, თავისი პეპლები თვითონვე დააფრთხო, ხოხბებიც ააფრინა და მამუკა მდინარაძისკენ გაიწია.

 გამო გარეთო!

 ჰო, გამოდიო!

 მამუკა კარისკენ წავიდა. ეს გაიპარა, ჩიტკორებთან გაიტყლარწა და პატრიოტული გაითამაშა – მიკროფონიან ბალღებს მოუწოდა – მეემზადეთ, წინ დიდი ცემები და ტყეპები გველოდებაო.

 ჰა, ჰა, ჰა!

 ბალღებს ეუბნება, წინ დიდი ცემები და ტყეპები გველოდება, მეემზადეთო, აბჯრები აისხითო, ხიშტები მაიმარჯვეთო… ცხენებზე, ჯორებზე, ვირებსა და ჩუტრუკებზე შესხედითო!

ალიკომ იცის აბჯრისა და ხიშტის ფასი!

ნუ გავიწყდებათ, ეგ ორი კვირა უკრაინაში ომობდა და ლამის ნახევარი რუსეთი გაჟუჟა.

ალიკომ ლამის კრემლამდე ჩააღწია, მაგრამ გააჩერეს, ეხლა მთლად ზედმეტებშიც ნუღარ გადახვალო.

ალიკო გაბრაზდა, დაჰკრა ფეხი და საქართველოში დაბრუნდა.

ალიკომ ისევ უნდა იბრძოლოს, აღარ დასრულდა სამშობლოსთვის თავის განწირულობის ხანა, როდემდე და სადამდე?

ეს ქართული ოცნებაც აღარ ისვენებს, წაიღებს ამ გამჭვირვალობის კანონსა, წამაიღებს, წაიღებს, წამაიღებს, გეგონება ხაშლამის მათლაფაა. იმედია, ეხლა აღარ წაიღებს და ბოლომდე ჩადგმით იქნება.

მართალია, ალიკომ ნახევარი რუსეთი გაჟუჟა, მაგრამ ჩვენ მისი არ გვეშინია, გუშინ აქუმ თქვა, ეგ ბიჭი ჩემი გაზრდილია, უკადრებელს არ იკადრებს, ქართველებზე კი იწევს, მაგრამ ბოლოს მაინც უკან იხევსო… მაგან უკან ძალიან ბევრჯერ დაიხიაო.

მოკლედ, ალიკომ თავის ჭკუისებს მოუწოდა – აბჯრები აისხით და რავი, ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩაიბანეთო. არ ვიცი, შეიძლება ჯერ უნდა ჩაიბანონ და აბჯრები მერე აისხან, მაგას ალბათ ალიკოსთან გაარკვევენ“, – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ