top_leaderboard
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: თუ ამათ ეს კანონი გავატანინეთ, „ვსიო”, დავიღუპეთ და ვეღარც თქვენ გაგიკეთებთ „ატკატებს“

თქვენი იმედი გვექნება… თუ ამათ ეს კანონი გავატანინეთ, “ვსიო”, დავიღუპეთ და ვეღარც თქვენ გაგიკეთებთ “ატკატებს”. “ატკატები” რა არი? აი, ისა, ფულს რომ გადმორიცხავთ და მერე რაღაცას ისევ გადარიცხავთ. გასაგებია? გელოდებით, ეგებ დელეგაცია მაინც გამოაგზავნოთ, უმრავლესობის წევრებს ყური აუწიეთ, გათათხეთ, რომ იღებთ, რას იღებთ, აღარ უშლიან-თქვა? ჰო, ზუსტადაც… რომ იღებენ, “სტრატეგიჩესკი” პარტნიორებს არ უნდა ჰკითხონ? ეს არი მეგობრობა, ამხანაგობა და გაგება? – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გვიშველეთ, ხალხი არა ხართ?!

ალიოოოოო… ბრიუსელია? ჩვენ სტრატეგიჩესკი პარტნიორებს ველაპარიკები? ჰო? უი, რამფრა მიხარიააა… ჰი, ჰი, ჰი.

რამ შემაწუხა? ჰმ… მოკლედ, “ქართულმა ოცნებამ” ისევ შემოგვიტრიალა, ადრე ცხვირწინ რომ გვიტრიალა და მერე უკან რომ წავაღებინეთ, გახსოვთ, ხო? აბა, მაგას რა დაგავიწყებთ? მოლოტოვის კოქტეილები, შადრევანზე ცეკვა და რამე… დიახ, ლაზარე, ჩვენი ეროვნული გმირი… მა რააა, ისევ ციხეშია და იტანჯება… მოკლედ, ისევ იღებენ რუსულ კანონს და რა ვქნათ, მაშინდელივით დაგვეხმარებით?

ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში?

ჩვენ ერთ ადამიანსაც ვერ გამოვიყვანთ, თქვენ უნდა გააკეთოთ მკაცრი განცხადებები, დაგიჯერებენ და გამოვლენ.

გააკეთებთ, მაგრამ ჩვენც უნდა ვიბეჯითოთ?

ეეეჰ, სამწუხაროდ, ხალხმა ვირეშმაკობა გაგვიგო, ყველა მიხვდა, რომე ეგ კანონი რუსული არ არი… არა, რუსული კი არი, მაგრამ ვეღარ ვამტკიცებთ, რომ არი, გესმით?

ვირეშმაკობა რას ნიშნავს?

ვირი და ეშმაკი რომ დაძმაკაცდებიან ხოლმე, მაგას.

ჰა, რას იზამთ, გვიშველით?

ამას სჯობდა, ბომბები დაგვყროდა თავზე.

აშშ-შიც გადავრეკო სენატორებთან?

რავი, მაგათ ახლა ჩვენთვის სცალიათ?

კარგი, თქვენი იმედი გვექნება… თუ ამათ ეს კანონი გავატანინეთ, “ვსიო”, დავიღუპეთ და ვეღარც თქვენ გაგიკეთებთ “ატკატებს”.

“ატკატები” რა არი?

აი, ისა, ფულს რომ გადმორიცხავთ და მერე რაღაცას ისევ გადარიცხავთ.

გასაგებია?

გელოდებით, ეგებ დელეგაცია მაინც გამოაგზავნოთ, უმრავლესობის წევრებს ყური აუწიეთ, გათათხეთ, რომ იღებთ, რას იღებთ, აღარ უშლიან-თქვა? ჰო, ზუსტადაც… რომ იღებენ, “სტრატეგიჩესკი” პარტნიორებს არ უნდა ჰკითხონ? ეს არი მეგობრობა, ამხანაგობა და გაგება?

ალიო… ალიოოო… ტუუუ… ტუუუ… ტუუუ… გვიშველეთ, ხალხო, საქართველოს თავზე ისევ “ქართული ოცნების” დროშა ფრიალებს!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

ასევე იხილეთ