top_leaderboard
left_sabechdi

ნინო ჯღარკავა: ხალხი რომ ვერ მიიყვანეს, მერე დაარქვეს აქციას საორგანიზაციო შეხვედრა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში დრონით გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და  და აღნიშნავს, რომ იმდენად ცოტა ადამიანი იყო მისული, რომ აქციას საორგანიზაციო შეხვედრა დაარქვეს.

„გუშინდელი დრონის კადრები მოვიპოვე. 100-150 კაცია სულ და ხალხი რომ ვერ მიიყვანეს, მერე დაარქვეს აქციას საორგანიზაციო შეხვედრა.

მაგრამ აქეთ ორი დღეა გაოგნებული ვუყურებ არანაცურ ტელევიზიებს. გუშინ ეს არხები ნაცების არხებზე მეტად აბევრებდნენ ხალხს, დღეს მთელი დღეა ერთი კრიტიკული განცხადება არ გამორჩენიათ, უფრო ამძაფრებდნენ ამბავს… რა ხდება, მეც გამაგებინეთ, ხალხო?! ხალხის გადარევა და ქუჩაში გამოყვანა თუ გინდათ, მითხარით და ჩვენ გამოვალთ, ეგენი მაინც თავს ვერ უყრიან“, – წერს ნინო ჯღარკავა.

ასევე იხილეთ