top_leaderboard

დიმიტრი ხუნდაძე: მართალ კაცს არაფრის არ უნდა ეშინოდეს. ე.ი. რაღაცას მალავენ, კითხვა სწორედ აქ გვაქვს – რას უმალავენ ქართველ ხალხს არა მარტო ჩვენი ენჯეოები, არამედ მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან

„ფაქტია, ამხელა მასშტაბის მალვა სჭირდება დიდი მასშტაბის ტყუილს. გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შესაძლოა სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან კვალს დაგვაყენოს“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე კამპანიას, რომელიც „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს დიდ დანაშაულთან, რომელიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების წინააღმდეგ.

„გუშინ და დღეს სპეცოპერაცია ხორციელდება სიმართლის წინააღმდეგ. ოპოზიციას და მათ ლობისტებს უცხოეთიდან შტურმი მიაქვთ ჩვენს ფეისბუქგვერდებზე. ყველა მასალას ბლოკავენ, რაც კი უკავშირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რატომ ეშინიათ ასე გამჭვირვალობის? რატომ ეშინიათ სიმართლის? მართალ კაცს არაფრის არ უნდა ეშინოდეს. ესე იგი, რაღაცას მალავენ. კითხვა სწორედ აქ გვაქვს – რას უმალავენ ქართველ ხალხს არა მარტო ჩვენი ენჯეოები, არამედ, მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან, რომლებიც შეშინებული სახეებით ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს? რა არ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა? რატომ არის უცხოეთი პანიკაში? უკვე ჩვენც ძალიან დავეჭვდით – რა არის კიდევ იმის გარდა, რაც დაახლოებით ვიცით. ესე იგი, საქმე გვაქვს კიდევ უფრო დიდ დანაშაულთან, რასაც საქართველოში ჩადიოდნენ და ჩადიან დღესაც, სხვა შემთხვევაში ასე პანიკაში არ იქნებოდნენ. ფაქტია, ამხელა მასშტაბის მალვა სჭირდება დიდი მასშტაბის ტყუილს. გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შესაძლოა სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან კვალს დაგვაყენოს. რაც უფრო მწვავდება შიშნარევი განცხადებები უცხოეთიდან, მით უფრო ძლიერდება ეჭვი ქართული ოპოზიციის, მათი ენჯეოების და უცხოელი ლობისტების ერთობლივ დანაშაულებზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

ასევე იხილეთ