top_leaderboard

ზურაბ ქადაგიძე: სოციალური ქსელებით გაჩაღებულია „ფეიკ-კამპანია“, ურეკავენ შშმ პირებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ფერმერებს და ეუბნებიან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მათ შეუზღუდავთ საქმიანობას, ეს სიცრუე საათებიც ვერ ძლებს, რადგან შარშანდელი აბსურდი კარგად გაიაზრა ქართულმა საზოგადოებამ

„კიდევ ერთხელ, კანონი შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არცერთ ფიზიკურ პირს. დამოკიდებული ხარ უცხოურ დაფინანსებაზე? ნება იბოძე და ყოველი წლის დასაწყისში დეკლარაცია შეავსე. გაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოებაში გქონდეს აქტორის როლი? ვალდებულება აიღე და საკუთარი საქმიანობა გამჭვირვალე გახადე!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ.

ქადაგიძის თქმით, სოციალური ქსელებით „ფეიკ-კამპანიაა“ გაჩაღებული, ურეკავენ შშმ პირებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ფერმერებს და ეუბნებიან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მათ შეუზღუდავთ საქმიანობას, ეს სიცრუე კი საათებიც ვერ ძლებს, რადგან შარშანდელი აბსურდი კარგად გაიაზრა ქართულმა საზოგადოებამ და იმავე „აფერაში“ მონაწილეობას აღარ აპირებს.

„ცუდ დღეშია ჩავარდნილი სექტა! გლობალური ომის პარტიას ეხვეწებიან, თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, დაგვემხობა „ფსევდო-ნარატივები“ თავზე, ჩვენ ისეთი უსუსურები ვართ ქართველი ხალხის წინაშე, რომ საერთაშორისო ზეწოლაღაა ჩვენი მშველელიო! შეიგნეთ, რომ სიმართლის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებთ, სულ რომ ჯო ბაიდენი გამოიყვანოთ ბრიფინგზე და იმას ათქმევინოთ აბსურდი.

ხალხს ვერ კრებენ, პროტესტს ვერ აგორებენ და ორი დღეა სოციალური ქსელებით ისეთი „ფეიკ-კამპანია“ აქვთ გაჩაღებული, რომ თვით ბარონ მიუნჰაუზენსაც გააკვირვებდნენ. ურეკავენ შშმ-პირებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ფერმერებს და ეუბნებიან, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მათ შეუზღუდავთ საქმიანობას. ეს სიცრუე კი საათებიც ვერ ძლებს, რადგან შარშანდელი აბსურდი კარგად გაიაზრა ქართულმა საზოგადოებამ და იმავე „აფერაში“ მონაწილეობას აღარ აპირებს.

კიდევ ერთხელ, კანონი შეეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არცერთ ფიზიკურ პირს. დამოკიდებული ხარ უცხოურ დაფინანსებაზე? ნება იბოძე და ყოველი წლის დასაწყისში დეკლარაცია შეავსე. გაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოებაში გქონდეს აქტორის როლი? ვალდებულება აიღე და საკუთარი საქმიანობა გამჭვირვალე გახადე!

ცალ ფეხზე იხტუნეთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ ვალდებულებებიც აიღეთ – სხვის დაკრულზე ცეკვაში რამდენი გადაგიხადეს, უნდა ვიცოდეთ. მორჩა კინო!“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე იხილეთ