top_leaderboard
left_sabechdi

გივი მიქანაძე: არ არსებობს მექანიზმი, რითაც ქვეყნისთვის სტატუსის ჩამორთმევა გადაიხედება

“აქ არის ბრძოლა შავი ფულისთვის, რადგან ამ რადიკალების დაფინანსება გახდება საჯარო, ამით კი საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაქრება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ორგანიზაციები და მათ უკან მდგარი რადიკალურ ფრთის პარტიები შავი ფულისთვის იბრძვიან, რომ მიიღონ დაფინანსება. სრული ჭეშმარიტებაა, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, ავსტრალიაში, განხილვის პროცესშია ევროპარლამენტში. საფრანგეთის ქვედა პალატამ მიიღო მსგავსი კანონი, სლოვაკეთშია დაინიცირებული, დიდ ბრიტანეთშიც. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე საკითხი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ის კანონპროექტი, რომელიც დავაინიცირეთ, არის ბევრად უფრო ლიბერალური თავისი კონტექსტიდან, სანქციებიდან გამომდინარე. ის მხოლოდ იურიდიულ პირებს – იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ეხება, რომელთაც წლის განმავლობაში 20%-ზე მეტი შემოსავალი მიიღეს გარე, არაქართული წყაროებიდან. თუკი ამის დეკლარირება არ გაკეთდება წელიწადში ერთხელ, ერთადერთი სანქციაა ფულადი ჯარიმა, მაშინ როდესაც ის მოქმედები კანონები და კანონპროექტები, რომელსაც ახლა სხვაგან იხილავენ, მათ შორის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისწინებს. აქ არის ბრძოლა შავი ფულისთვის და იმისთვის, რომ არ გახდეს გამჭვირვალე და ღია [დაფინანსება] რადგან ამ რადიკალების დაფინანსება რომ გახდება საჯარო, ამით საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაქრება.

ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ განცხადებას აკეთებენ, ისინი ცნობილი ოდიოზური ფიგურები არიან, რომელთა სახელებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით ცნობილია საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ იქიდან, როცა სამართლიანმა არჩევნებმა „პივიტის“ შედეგები გააყალბა და რა განცხადებებსაც აკეთებდნენ ამის საფუძველზე, ასევე იღებდნენ სამარცხვინო რეზოლუციებს. არახალია ჩვენი მოქალაქეებისთვის ის გარემოება, რომ ახლა ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ზურგი გაუმაგრონ რადიკალებს საქართველოში და აკეთებენ სუფთა მანიპულაციურ განცხადებებს. არ ყოფილა პრაქტიკაში და არ არსებობს კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც გადაიხედება კანდიდატის სტატუსმინიჭებული ქვეყნისთვის, ამ სტატუსის ჩამორთმევა.

ისინი ხედავენ, რომ სიმართლე საზოგადოების, ხელისუფლების მხარესაა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებით მოქმედებს და ამ სიტუაციაში მათ დარჩენიათ, რომ მოატყუონ საზოგადოება, მაგრამ ეს არ გამოუვათ. სამარცხვინოა, როდესაც ეს ადამიანები აკეთებენ განცხადებებს, რომ თურმე ეს კანონპროექტი ეხება ყველა ფიზიკურ პირს. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, საპარლამენტო დიპლომატია, მთელი მთავრობა მაქსიმალურად ვართ ჩართული რომ ჩვენს პარტნიორებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ეს კომუნიკაცია მათთან გაგრძელდება“, – განაცხადა მიქანაძემ.

ასევე იხილეთ