top_leaderboard

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა 

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, საბერძნეთს საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა ეთამაშა.

“მივიჩნევ თუ არა პოიეტის ნაკრებში მუშაობას წარმატებულად? პირველ ეტაპზე, ერთა ლიგაში წარმატებულად იმუშავა და გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.

საფრანგეთსა და ნიდერლანდებთან საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი ასევე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან თამაშის შესახებ აზრები განსხვავებულია. არ მსურს წმინდა საფეხბურთო საკითხებზე საუბარი, მაგრამ ვიცი აზრი, რომელსაც საბერძნეთის ფედერაციის აღმასკომის წევრების უმრავლესობა იზიარებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა.

გვინდოდა, მოსულიყო და ამ თემებზე პირდაპირ გველაპარაკა. შარშან, შემოდგომაზე მას ასისტენტებთანაც პრობლემა შეექმნა, რაც ძალიან უსიამოვნო იყო. არც ის იყო მოსაწონი, რომ ამ პრობლემებზე საჯაროდ მედიასთან ისაუბრა.

ეროვნული გუნდის მწვრთნელის საკითხი ზაფხულისთვის უნდა გადაწყდეს, რადგან 7 ივნისს გერმანიასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, გუნდი კი ხელმძღვანელის გარეშე ვერ ითამაშებს. ვფიქრობ, რომ პოიეტს დარჩენა სურს. ამიტომ გადაწყვეტილება აპრილის ბოლომდე, აღდგომამდე უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ტაკის ბალტაკოსმა.

 

 

 

ასევე იხილეთ