top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ

“საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. არ გეგონოთ, ეს არის წინასაარჩევნოდ სპონტანურად განვითარებული მოვლენა. შეფუთეს დეზინფორმაციულად – მათ უნდა მიიღო ფული, სავარაუდოდ, შავი ფული და რა თქმა უნდა, ამ ფულის წარმომავლობა რომ გაიშიფროს, მათ დღის წესრიგში ნამდვილად არ ზის”, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

იგი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსების შესახებ ინფორმაციას საგადასახადო უწყებებში ისედაც წარადგენს, ამ ყველაფრის დეკლარირებაც ხდება. ამას ადგილობრივი კანონმდებლობა მოითხოვს. რომ იტყვიან, ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რუტინაა. ვინმეს რომ მოვუყვეთ ჩვენს მეგობრებს, პოლონელებს, ასევე ლიტვაშიც ან ლატვიაშიც, ვერ მიხვდებიან, თუ რატომ არის ამაზე აჟიოტაჟი ატეხილი, რადგან ამ ქვეყნებში ეს რეგულირდება კანონმდებლობით. ფულს რომ იღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია ან კერძო პირი, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, იგი მის წარმომავლობას ადასტურებს“, – განაცხადა გამსახურდიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.

 

 

ასევე იხილეთ