top_leaderboard
left_sabechdi

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ხანძარია – ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძარი მძვინვარებს, ხანძარი რამდენიმე სახლს მიუახლოვდა, შესაბამისად, ხელისუფლებამ სოფლების ევაკუაციის შესახებ ბრძანება გასცა.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ზღვისპირა ქალაქ იერაპეტრას აღმოსავლეთით, მთიანი ტყის ფერდობებზე გავრცელდა.

კრეტაზე გაჩენილ ტყის ხანძარს 120 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი ებრძვის.

 

ასევე იხილეთ