top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია: ქვეყანაში, შესაძლოა, გაუკონტროლებელი თანხა შემოვიდეს

“ჩემი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და უკაცრავად, აბა, მე ეს კანონი რისთვის მინდა?! სადმე იქ არის დაწერილი რომელიმე ქვეყანა ან ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგაა? ეს თავისთავად მოიცავს ხომ ამას”, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ  განაცხადა.

„როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე იქითა ბანაკის წარმომადგენლებს ვესაუბრები, აცხადებენ, რომ ამერიკაში კი არის ეს კანონი, მაგრამ ეს არის რუსული გავლენების წინააღმდეგ.

ჩემი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და უკაცრავად, აბა, მე ეს კანონი რისთვის მინდა?! სადმე იქ არის დაწერილი რომელიმე ქვეყანა ან ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგაა? ეს თავისთავად მოიცავს ხომ ამას!

შესაძლოა, რუსული ფული სახეცვლილი შემოვიდეს საქართველოში. მოგეხსენებათ, რუსეთის ხელისუფლება ცნობილი და განთქმულია ამ ჰიბრიდული ომების წარმოებით და ე.წ. რბილი ძალა – მათ რამდენი ორგანიზაცია, ლობისტი ჰყავთ. მე ამ საფრთხეს ვხედავ, რომ ხვალ შესაძლოა, გაუკონტროლებელი თანხა შემოვიდეს, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა და ის დინამიკური განვითარება, რა გზასაც ახლა ჩვენი ქვეყანა ადგას, რელსებიდან გადაიყვანონ. გნებავთ, ევროკავშირის წევრობის საკითხმაც რამდენიმე წლით გადაიწიოს“, – განაცხადა გამსახურდიამ “დღის ქრონიკასთან”.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.

 

ასევე იხილეთ