“როგორც კი შენ შენს არგუმენტირებულ აზრს ამბობ, მაშინვე ახერხებენ ფეისბუკში შენი არგუმენტირებული აზრისა და არგუმენტის დაბლოკვას, ევროპაში ვართ თუ ჩრდილოეთ კორეაში?”, – ასე გამოეხმაურა “ფეისბუკში” საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.
„ლუსტრაცია ხდება ვითარებისა. რა არის ევროპა? აზრის თავისუფლად გამოთქმა, შენი პოზიციის წარმოჩენა. ამბობენ, „ჩვენ გვინდა ევროპა“, მაგრამ როგორც კი შენ შენს არგუმენტირებულ აზრს ამბობ, მაშინვე ახერხებენ ფეისბუკში შენი არგუმენტირებული აზრისა და არგუმენტის დაბლოკვას და ამით ამაყობენ.
ახლა მითხარით – სად ვართ ჩვენ, ევროპაში თუ ჩრდილოეთ კორეაში? სადაც არ შეიძლება შენი აზრი გამოაქვეყნო სოციალურ სივრცეში და დღეს აქ, საქართველოში ამას აკეთებენ ევროპის სახელით და ამით ამაყობენ. ამას იქით რაღა ვთქვათ, რაღა მაგალითი მოვუტანოთ საზოგადოებას. ეს საზოგადოება საბჭოთა კავშირის დროს არ იყო გაჩუმებული და გაჩერებული და არც ახლა არ იქნება“, – აცხადებს ქადაგიშვილი.