top_leaderboard
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს

“მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“პარლამენტთან ვსაუბრობთ, რათა უახლოეს დღეებში შესაბამის კანონს უყარონ კენჭი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სრულიად არ არის პასუხისმგებლობიანი ის, რასაც ისინი აკეთებენ.

რუსებმა შეძლეს ამ კანონით წამოეყენებინათ საკითხი, რომ ჩვენთან ხალხი მზად არის შემდგომშიც დაიცვას სახელმწიფო. და დღეს დასავლეთი გვეკითხება: თუ მობილიზაცია არ გინდათ, პარლამენტის კენჭისყრა არ უნდა, მაშინ რად გინდათ დახმარება?”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინელები პატივს აღარ სცემენ სამხედროებს.

„მივიჩნევ, რომ უკრაინელები პატივს სცემენ ადამიანებს სამხედრო ფორმაში, პატივს სცემენ სამხედროებს. მაგრამ ნამდვილად ძალიან რთულია ქუჩაში დადიოდე, ხოლო რეალურად “ტიკ-ტოკში” ცხოვრობდე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ