top_leaderboard

იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ კომპრომისზე წავა რუსეთთან

“უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ კომპრომისზე წავა რუსეთთან”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსიაც  ხვალ გამოქვეყნდება.

სტოლტენბერგის თქმით, რუსი სამხედროების თავისი ტერიტორიებიდან გასაძევებლად კიევს, შესაძლოა, დათმობებზე წასვლა მოუწიოს.

„საბოლოოდ, ზუსტად უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი სახის კომპრომისზე წასასვლელადაა მზად. ჩვენ მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ იყოს ისეთ მდგომარეობაში, სადაც რეალურად მიაღწევს მისაღებ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე წასვლას ახლავე, თუმცა აღნიშნა, რომ მშვიდობა მაშინ იქნება მიღწეული, როცა უკრაინა გაიმარჯვებს. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არსებობს ისეთი ავტორიტარული ალიანსები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, რაშიც როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა იგულისხმა.

„ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ეკონომიკას, თავდაცვის ინდუსტრიისთვის ძირითადი ნაწილების მიწოდებით, რის სანაცვლოდაც მოსკოვი პეკინს თავის მომავალს აძლევს“, – ამბობს სტოლტენბერგი.

ასევე იხილეთ