“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელსაც, რათა მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელსაც, რომ მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და დაინახოს, თუ როგორი გმირია ჩვენი ხალხი, როგორ იცავენ უკრაინელები თავიანთ სახელმწიფოს, ქალაქებსა და სოფლებს, როგორ აღადგენენ ცხოვრებას ყველაფრის მიუხედავად და როგორ ანადგურებენ ოკუპანტს.
რუსეთი ზუსტად ამას იმსახურებს – რუსეთი იმსახურებს წაგებას. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. მადლობა ყველას, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ გაუძლოს და გაიმარჯვოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.