“გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„უკრაინაში ომი მაშინვე დასრულდება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჯარების გაყვანას გადაწყვეტს. თუმცა იგი ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მიხვდება, რომ ბრძოლის ველზე ომს ვერ მოიგებს“, – აცხადებს შოლცი.
ამავე ცნობით, გერმანიამ უკრაინას ამ დრომდე 28 მილიარდი ევრო (30,3 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია.
„ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპელები, ერთობლივად საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში უფრო მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ, რათა ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს. ეს, ასევე, ვიწრო პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას და ძლიერი, ნამდვილი ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის შენებას გულისხმობს“, – განაცხადა შოლცმა.