top_leaderboard
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად უკრაინას 25 Patriot ან ანალოგიური სისტემა სჭირდება

“საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად უკრაინას 25 Patriot ან ანალოგიური სისტემა სჭირდება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“არ გეტყვით, რამდენი Patriot სისტემა გვაქვს. გეტყვით: უკრაინის სრულად დასაცავად, სამომავლოდ უკრაინას სასურველია 25 Patriot სისტემა ჰქონდეს, თითოში 6-8 კომპლექსი. საიდუმლოებს ვერ ვხედავ ამაში, ვინაიდან ყველა ჩვენმა პარტნიორმა უკვე ისედაც მშვენივრად იცის ამის შესახებ, წერტილებიც კი იციან, სად უნდა იდგას და მოქმედებდეს შესაბამისი სისტემები. Patriot სისტემები და ანალოგები. რამდენიმე ანალოგია მსოფლიოში, ისინი ასევე მშვენივრად მუშაობენ. სისტემური მიდგომა გვაქვს ამაზე, ის სრულად გათვლილია.

კი, როგორც დიდი რაოდენობა ჩანს, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაც ძალიან დიდია. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს სრულად დასაცავად, იმ რეგიონებისაც, რომლებიც არ ან თითქმის არ იბომბებიან, ჩვენი სახელმწიფოს სრულად დასაფარად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სტრუქტურაში ყველა სხვა სისტემასთან ერთად, რომლებიც გვაქვს, 25 Patriot სისტემა გვჭირდება.

დღეისთვის საჰაერო თავდაცვის მარაგი გვაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება ხვალ. ხვალ შეიძლება ასეთი ინტენსიურობა გაგრძელდეს – [მარაგები] არ გვეყოფა. ყოველ დღე თუ ისეთ დარტყმებს განახორციელებენ, როგორც ბოლო თვის განმავლობაში, შეიძლება რაკეტები არ გვეყოს, ეს ასევე პარტიორებაც იციან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ