მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ ეკლესიაში ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით) აღინიშნება. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში წირვა 10:00 საათზე დაიწყო.
სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.