leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბილბაოს „ატლეტიკმა“ ესპანეთის სამეფო თასი 40 წლის შემდეგ პირველად მოიგო

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ბილბაოს „ატლეტიკმა“ „მალიორკა“ პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და 40 წლის შემდეგ ეს ტურნირი პირველად მოიგო.

სამეფო თასის ფინალი სევილიაში გაიმართა და „მალიორკას“ უპირატესობით დაიწყო, გუნდი 21-ე წუთზე წინ დანიელ როდრიგესის გატანილი გოლით გავიდა.

„ატლეტიკს“ პირველ ტაიმში საკუთარი თამაშის ჩვენება ძალიან გაუჭირდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ტემპს მეორე ტაიმის დასაწყისში მოუმატა და 50-ე წუთზე ოიან სანსეტმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ გუნდებს აღარ გაურისკავთ და მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უკეთესი ბილბაოელები იყვნენ.

შედეგად, ესპანეთის სამეფო თასზე წაგებული ექვსი ფინალის შემდეგ „ატლეტიკმა“ გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ეს ბასკური გუნდისთვის 24-ე გამარჯვებაა და მოპოვებული ტიტულებით მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩება, რომელმაც სამეფო თასი ისტორიაში 31-ჯერ მოიპოვა.

ასევე იხილეთ