top_leaderboard
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: მიმდინარეობს შავი ფულისთვის ბრძოლა, ეს არის შეთანხმებული გეგმა რადიკალურ ოპოზიციური ჯგუფებსა და მდიდარ NGO-ებს შორის

„რეაქცია, რომელიც ვიხილეთ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს შავი ფულისთვის ბრძოლა. ეს არის შეთანხმებული გეგმა რადიკალური ოპოზიციურ ჯგუფებსა და მდიდარ NGO-ებს შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ისინი მიზანმიმართულად და შეთანხმებულად მოქმედებენ, იბრძვიან შავი ფულისთვის და ეს რეაქცია ამის კიდევ ერთი დადასტურებაა და ამ ყველაფრის კიდევ ერთი გამოვლინებაა. სხვა ახსნა ამას ვერ ექნება. ეს ჩვენთვის უცხო არ არის, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ეს ხალხი ჯერ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აყალბებდა, შემდეგ არჩევნების არაღიარებაზე იყვნენ ორიენტირებული. ეს არის ერთიანი გეგმა და საბოლოოდ, დღეს ეს არის ბრძოლა შავი ფულისთვის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ