top_leaderboard

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2
და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.

ასევე იხილეთ