ლევან ნიკოლეიშვილი: ძალიან გაუჭირდათ მავნებლებს, გამჭვირვალობის კანონზე “არგუმენტები” გამოელიათ, ახლა ტირილი დაიწყეს მედიის ცენზურა იქნება და ეს ხომ ნამდვილად რუსულიაო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერს ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: “სასამართლოს გამჭვირვალობა ევროპულია, მედიის ცენზურა რუსული”.
როგორც ექსპერტი წერს, მავნებლებს გამჭვირვალობის კანონზე “არგუმენტები” გამოელიათ, ახლა ტირილი დაიწყეს მედიის ცენზურა იქნება და ეს ხომ ნამდვილად რუსულიაო.
მისივე თქმით, საქართველოში რომ მედიის და სიტყვის თავისუფლებაა, ვერც ერთი ზე-დემოკრატიული სახელმწიფო ვერ დაიტრაბახებს.
“ძალიან გაუჭირდათ მავნებლებს: გამჭვირვალობის კანონზე “არგუმენტები” გამოელიათ, ახლა ტირილი დაიწყეს მედიის ცენზურა იქნება და ეს ხომ ნამდვილად რუსულიაო! საქართველოში რომ მედიის და სიტყვის თავისუფლებაა, ვერც ერთი ზე-დემოკრატიული სახელმწიფო ვერ დაიტრაბახებს, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიული ტელევიზიები – დაწყებული გადაუმოწმებელი ინფორმაციითა და დეზინფორმაციით, ათასი სისულელით დამთავრებული!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.