leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ, ასეთი მიდგომით ოპოზიცია ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯიდან, ყველაზე მნიშვნელოვან – პირველ ნაბიჯს და ხელს უშლის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას

„ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თურმე გამჭვირვალობა არ ყოფილა ევროპული ღირებულება, თურმე ყველაფერი გამჭვირვალეა და დეკლარირებულია,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, სწორედაც რომ არის ევროპასთან ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი. „ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თურმე გამჭვირვალობა არ ყოფილა ევროპული ღირებულება, თურმე ყველაფერი გამჭვირვალეა და დეკლარირებულია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობა არის ის ღირებულება, რომელსაც მთლიანად ევროკავშირი ემყარება და ასოცირების ხელშეკრულებას თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა მუხლში არის მოთხოვნილი ყველა ტიპის საქმიანობის და ყველა უწყების გამჭვირვალობა. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა სწორედ ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. საზოგადოებამ ამ ერთი წლის განმავლობაში აშკარად დაინახა გამჭვირვალობის აუცილებლობა.“ ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ქარდების დაბლოკვის ფაქტზეც. მისი თქმით, ქარდების დაბლოკვით ოპოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას.

„სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გავრცელებული ქარდების დაბლოკვა ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე ოპოზიციას არგუმენტი არ გააჩნია. ასევე, ნიშნავს იმას რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ფეისბუქის თუ მსგავსი სოციალური მედიების სათავო ოფისებთან, რომლებსაც დეზინფორმაციას აწვდიან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ, ასეთი მიდგომა ევროკომისიის მიერ გაცემული 9 პუნქტიდან, პირველი პუნქტის – ევროპული ფასეულობების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ცხრა ნაბიჯიდან, ყველაზე მნიშვნელოვან – პირველ ნაბიჯს და შესაბამისად, ხელს უშლიან საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას,“ – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ