leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მიქაუტაძემ „ბრესტის“ კარში დუბლი გაიტანა

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის „ლიგა ერთის“ მორიგ ტურში დუბლი შეასრულა. გათამაშების 28-ე ტურში საქართველოს ნაკრების წევრის „მეცი“ „ბრესტს“ ესტუმრა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 74-ე, მეორე კი უკვე მე-80 წუთზე გაიტანა.

ამის მიუხედავად, შეხვედრა „ბრესტის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4-3 დასრულდა. „მეცი“ სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-17 ადგილს იკავებს. მიქაუტაძეს „ლიგა ერთის“ მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი.

ასევე იხილეთ