პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ხმის მიცემის პროცესი დილის 7 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, 10:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16,5% შეადგინა.
არჩევნებში 190 კანდიდატია დარეგისტრირებული. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატები პირველ ტურში ხმათა 50%-ზე მეტს ვერ მიიღებენ, არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში გაიმართება.