ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევი მზად არ არის, რომ უცხო ქვეყნის ჯარისკაცები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიწვიოს
“კიევი არ არის მზად, უცხო ქვეყნის ჯარისკაცები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიწვიოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, საბრძოლველად უცხო ქვეყნის ჯარისკაცების მიწვევა სერიოზულ რისკებს შეიცავს.
მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს შეუძლიათ, რომ გადაამზადონ უკრაინელი სამხედროები უკრაინაში ან დაეხმარონ მათ დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში.