top_leaderboard
left_sabechdi

Bloomberg: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, გადადგეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, შესაძლოა, გადადგეს და მისი ადგილი თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდანტმა დაიკავოს, – ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

არსებული ინფორმაციით, ცვლილება, სავარაუდოდ, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ არჩევნებში კონსერვატიული პარტია დამარცხდება.

ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვებით, კონსერვატიულ პარტიას დამაიმედებელი რეიტინგი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში ორ მაისს არის დაგეგმილი.

ასევე იხილეთ