“უკრაინა ელოდება, რომ რუსეთი შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში გააძლიერებს”, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. .
მისი თქმით, რუსეთის მოსალოდნელი შეტევის დაწყებამდე ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება.
“სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება”, – ამბობს ბუდანოვი.