leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძე სანიოლიზე: მოედანზე ვარჯიშის დროს ძალიან მკაცრია, სულ დისციპლინას ითხოვს

“30 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ, ტოპ-5 ჩემპიონატში ვითამაშებ და ჩემთვის მართლაც საამაყო იქნება. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთში რა შრომაც ჩავდე, ის შრომა შედეგით უკან დამიბრუნდება”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ინტერვიუში ბუდუ ზივზივაძემ განუცხადა.

„ბავშვობიდან ბარსელონას გულშემატკივარი ვარ. ბავშვობიდან მოყოლებული ოცნებაც ბარსელონაში თამაში იყო. ისე წარიმართა ჩემი კარიერა, რომ ახლა ამის ძალიან მცირე შანსია და თან უკვე 30 წლის ვარ. თუმცა, რადგან ახლა მეორე ბუნდესლიგაში ვარ, მაქვს დიდი სურვილი და ეს ნაბიჯიც იმიტომ გადავდგი და აქ წამოვედი, რომ მთავარ ბუნდესლიგაში ვითამაშო. თუ ეს მომავალი სეზონიდან იქნება, ან 1 წლის შემდეგ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. 30 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ, ტოპ-5 ჩემპიონატში ვითამაშებ და ჩემთვის მართლაც საამაყო იქნება. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთში რა შრომაც ჩავდე, ის შრომა შედეგით უკან დამიბრუნდება. ყველაზე კარგად ახლა ვგრძნობ თავს, ყველაზე კარგ ფორმაში ახლა ვარ და მინდა, რამდენიც შემეძლება, სულ წინ და წინ ვიარო.

რაც შეეხება ჩვენს მწვრთნელს, გამოვყოფ სანიოლში დისციპლინის სიყვარულს. სანიოლი არის ძალიან მეგობრული ვარჯიშის გარეთ. უყვარს ხუმრობა. ფეხბურთელი იყო და ესმის დეტალები ძალიან კარგად. მოედანზე ვარჯიშის დროს ძალიან მკაცრია. სულ ითხოვს დისციპლინას და კონცენტრაციას. ამ 2 თამაშში გამოჩნდა გუნდის დისციპლინაც და კონცენტრაციაც. ტაქტიკაც თავისი დანერგა. ამ ფორმაციით არც ერთ ნაკრებს არ უთამაშია. ამ ტაქტიკას ძალიან მარტივად ავუღეთ ალღო. ამ ტაქტიკას მოარგო ფეხბურთელები და მისი ჩანაფიქრი შევასრულეთ. მადლობა გადაგვიხადა ყველას.

გასახდელში როცა შემოვიდა სანიოლი, ბოლო ხმაზე ვყვიროდი – ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ეს შევძელით. გადამეხვია, ჩამეხუტა და მადლობა გადამიხადა. მადლობა გადაუხადა ყველას და რესტორნიდან წასვლის დროსაც მადლობა გადაგვიხადა. სანიოლმა წასვლისას გვითხრა, თავს გაუფრთხილდითო, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატიაო“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

 

ასევე იხილეთ