leaderboard_below_slide
left_sabechdi

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პიტერ პელეგრინმა გაიმარჯვა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის კანდიდატმა პიტერ პელეგრინმა გაიმარჯვა.

„მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც მხარს დაუჭერს მთავრობის ძალისხმევას ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ყველაფერს გავაკეთებ, რათა სლოვაკეთი სამუდამოდ დარჩეს მშვიდობის და არა – ომის მხარეს“, – აღნიშნა პიტერ პელეგრინმა.

არჩევნების მეორე ტურში პელეგრინმა ხმების 53.26 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ოპოზიციის კანდიდატმა, ივან კორჩოკმა – 46.73 პროცენტი.

ასევე იხილეთ