თბილისში ოჯახი მე-3 დღეა, რაც 29 წლის ნოდარ რუსაძეს ეძებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან 5 აპრილს, 15:00 საათზე, შანხაი-დელისის ტერიტორიაზე გავიდა და მას შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან.
ეცვა თეთრი ფეხსაცმელი, შავი შარვალი და შავი ჟილეტი, რაც კამერიდან ამოღებულ ფოტოსურათზეც ჩანს.
ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით – 599874529 – შოთიკო მარუაშვილი.