leaderboard_below_slide
left_sabechdi

სამედიცინო მაღაზია ორთოპედიული პროდუქტების შესაძენად

სამედიცინო მაღაზია „ახალ ხედვაში“ ორთოპედიული მიმართულებით მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. კომპანიის მაღაზიებში  წამყვანი   ბრენდების   მიერ   წარმოებული   მაღალი ხარისხის   პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. ფილიალებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების ორთოპედიული პროდუქტების შეძენას თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში შეძლებთ, ან საიტზე: www.akhalikhedva.ge სამედიცინო მაღაზიებში ორთოპედიული პრობლემებისთვის განკუთვნილი ფიქსატორების, სუპინატორების, წელის ქამრებისა და კორსეტების შეძენაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ორთოპედიულ სამედიცინო ნივთებს შორისაა: ორთოპედიული ბალიშები, რომლებსაც მომხმარებლები ეფექტურად იყენებენ მგზავრობის, ძილის, მუშაობისა თუ კისრისა და წელის ტკივილის დროს. განვიხილოთ სხვა ორთოპედიული პროდუქტები:

  • ფიქსატორები – არსებობს იდაყვის, წელის, თითის, მუხლის, ტერფის, სხივ-მაჯისა და სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქცია  განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვისა და ტრავმის შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად. მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია მექანიკური დაზიანების პრევენციისთვის.
  • ვარიკოზის მოვლის საშუალებები – ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. კომპრესიული წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევასა და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • სუპინატორები – ამ პროდუქციას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია კი ტერფის არეში ტკივილის შემსუბუქება, თაღის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნება, ტერფის სტაბილიზაცია და ტერფზე ზეწოლის სწორი გადანაწილებაა. ორთოპედიულ სუპინატორებს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება აქვთ.

სამედიცინო მაღაზია „ახალი ხედვა“ ლიდერია ორთოპედიული პროდუქტების როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებით. კომპანია ამ სფეროში საქართველოში უკვე 12 წელია წარმატებით მუშაობს. ამ პროდუქციის შეძენა საქართველოს მასშტაბით სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებშია შესაძლებელი. გარდა ამისა, პროდუქციის გამოწერა ონლაინ მეთოდითაც, ვებგვერდზე: akhalikhedva.ge  დარეგისტრირების შემდეგაა შესაძლებელი.

 

ასევე იხილეთ