top_leaderboard
left_sabechdi

ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის

ორსულობის პერიოდში შესაძლოა ბევრმა სირთულემ იჩინოს თავი. შესაბამისად, ამ პერიოდში პრობლემების თავიდან ასაცილებლად ქალბატონები სხვადასხვა ორთოპედიულ საშუალებას იყენებენ. ეს პროდუქტები მათ ტკივილის, დაღლილობის, სიმძიმის შეგრძნებების მოხსნაში და სხვადასხვა პრობლემის გართულების პრევენციაში ეხმარებათ. ორსულობის დროს ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტებია:

  • საორსულე კოლგოტი – მათი გამოყენება ორსულებში ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს, კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად ერგება და საჭირო მოჭერილობაც აქვს.
  • გეტრები ორსულებისთვის – ხელს უშლის თრომბების წარმოქმნასა და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში. ეს პროდუქტი ორსულობის პერიოდში კიდურებში აქრობს ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას.
  • ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით)ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) მთელი ორსულობის განმავლობაში ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.
  • ორთოპედიული ბალიშები – დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კისრისა და მხრის კუნთების სწორი ანატომიური მდგომარეობა ძილის დროს. ორსულებს ასევე ხშირად აწუხებთ გულძმარვა, რომელსაც იწვევს ზოგიერთი ჰორმონი და ფიზიკური ცვლილებები. ასეთ დროს ორსულების გამოიყენებენ რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიშს, რომელიც დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. ამ ბალიშის 45 გრადუსით ამაღლებული ზედაპირი უზრუნველყოფს კუჭისა და საყლაპავის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას და ხელს უშლის კუჭის მჟავის საყლაპავ მილში გადმოსვლას.

 

გარდა ამ სამედიცინო საშუალებებისა და რეკომენდაციებისა, ორსულობის პერიოდში მიზანშეწონილია მცირე ფიზიკური აქტივობა და ფეხით სიარულიც. ამ დროს კი სასურველია, სილიკონის სუპინატორები გამოიყენოთ.  ეს პროდუქტი  ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს და ამცირებს ტკივილს სიარულისას.

 

 

ასევე იხილეთ