leaderboard_below_slide
left_sabechdi

აგრო სესხები სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იდეალური პირობებია – ნოყიერი ნიადაგი, წყალი და კლიმატი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსებით შესაძლებელია სოფლის მეურნეობის ისე განვითარება, რომ ის იქცეს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად. ამისთვის საჭიროა ფინანსური ინვესტიციების განხორციელება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, აგრო სესხების შეთავაზებით, მზად არიან დაეხმარონ სოფლის მეურნეობას განვითარებაში.

ამ ეტაპზე, სოფლის მეურნეობა მცირე საოჯახო მეურნეობების განვითარების იმედად არის დარჩენილი. აგრო სფეროს ნებისმიერი დარგი, იქნება ეს მეფრინველეობა, მეცხოველეობა, მარცვლეული კულტურების, ხილის თუ ბოსტნეულის მოყვანა დაუცველია სხვადასხვა კლიმატური და ვირუსული რისკების მიმართ.

ამ რისკების თავიდან აცილება კი მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, რათა მოხდეს ყველა საჭირო საშუალების შეძენა:

  • სეტყვისაგან დამცავი მოწყობილობები
  • საირიგაციო მოწყობილობები
  • ხარისხიანი შეწამვლის საშუალებები
  • მღრღნელებისა და მწერებისაგან დაცვის საშუალებები
  • ვირუსების პრევენციის სტანდარტები
  • შესაწამლები საშუალებები და მრავალი სხვა.

პროდუქტიული წარმოებისათვის, ასევე, აუცილებელია შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობები და დანადგარები.

რას სთავაზობს ფერმერებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC აქტიურად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობის განვითარებას და სესხის გაცემისთვის, ითხოვს მინიმალურ დოკუმენტაციას.

ფინანსები საჭიროა როგორც ძვირადღირებული ტექნიკის შეძენისთვის, ისე სხვა ნებისმიერი საოპერაციო ხარჯისთვის, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას სჭირდება.

ამიტომ, ემბისიში 2 სახის აგრო სესხის მიღება შეგიძლია:

  1. უზრუნველყოფილი აგრო სესხი: 2 000-დან 100 000 ლარამდე მოცულობით;
  2. უგირავნო აგრო სესხი: 500-დან 20 000 ლარამდე მოცულობით.

სესხის მისაღებად, აუცილებელია, იყო მინიმუმ 21 წლის, გქონდეს აგრო მეურნეობა, ან იყო თვითდასაქმებული აგრო მეწარმე.

  • MBC-ის აგრო სესხი გაიცემა ID ბარათის ან პასპორტის საფუძველზე.
  • ემბისი განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს;
  • გექნება გადახდის შენს შემოსავლებზე, ასევე, სეზონურობაზე მორგებული გრაფიკი;
  • ყოველთვიური შენატანით დაფარავ როგორც ძირითად თანხას, ასევე სესხის პროცენტს;
  • ისარგებლებ 11 თვემდე საშეღავათო პერიოდით;
  • სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა;
  • კომპანია უსასყიდლოდ გაგიწევს ბიზნეს კონსულტაციას და ფინანსური რჩევებითაც დაგეხმარება.

დღეს სასოფლო-სამეურნეო სფეროს ბევრი მიმართულება ავტომატიზებულია, რაც მეტ მოტივაციას ქმნის აგრო ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის. თუ აგრო მეურნეობის დაწყებას ან უკვე არსებული აგრო ბიზნესის გაფართოებას გეგმავ, შეავსე ონლაინ განაცხადი ემბისიში და დაელოდე პასუხს.

ასევე იხილეთ