top_leaderboard
left_sabechdi

ვალუტის კურსის როლი ქვეყნის განვითარებაში

ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში ვალუტის კურსი გადამწყვეტ როლს თამაშობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ, გლობალურ დონეზეც, ვალუტის გაცვლითი კურსი მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობასაც განაპირობებს. ეს თავის მხრივ, გავლენას ახდენს ვაჭრობაზე, ინფლაციასა და ზოგად, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

თავის მხრივ, გლობალური ეკონომიკის მთლიანი სიჯანსაღე გავლენას ახდენს თითოეული ქვეყნის ვალუტის კურსზე.

ის პროცესები, რაც ხდება გლობალურ ჭრილში, ადგილობრივ ეკონომიკაზეც აისახება. ეს არის უწყვეტი ჯაჭვი, რომლის სიჯანსაღე და უწყვეტობაც ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

ეკონომიკური არასტაბილურობა იწვევს ვალუტის ღირებულების ცვლილებას. იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორები ყოველთვის უსაფრთხო აქტივებს ეძებენ, მთავრობები და ცენტრალური ბანკები მჭიდროდ აკვირდებიან და მართავენ ვალუტების გაცვლით კურსებს. ამით ხდება ვალუტების დასტაბილურება და ეკონომიკური მიზნების ხელშეწყობა.

რა გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე ინვესტიციები

ქვეყნებში, სადაც ვალუტის კურსი სტაბილურია და მიმართულია ზრდისკენ მეტი ინვესტიციები შეედინება, რადგან ინვესტორების დაინტერესება მაღალია. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ ახერხებს ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას, ინვესტიციებიც იკლებს და იწყება ვალუტის გაუფასურება. ეს პროცესი აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და მდგრადობას.

რა პროცესები იწვევს ვალუტის გამყარებას და ინფლაციას?

ეკონომიკის რყევები და ვალუტის კურსის გაუფასურება იწვევს ინფლაციას, რაც გავლენას ახდენს ექსპორტისა და იმპორტის ფასებზეც.

  • როცა ქვეყანას სუსტი ვალუტა აქვს, ამ დროს იაფდება ექსპორტი უცხოელი მყიდველებისთვის.
  • რაც უფრო მყარია ვალუტა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა – იმპორტი იაფდება.

ინფლაციის თავიდან ასარიდებლად  და ეკონომიკური სტაბილურობის გასაკონტროლებლად ცენტრალური ბანკები ხშირად იყენებენ საპროცენტო განაკვეთებს.

  • საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გაცვლით კურსზე.
  • მაღალი საპროცენტო განაკვეთი იზიდავს უცხოურ კაპიტალს, ზრდის მოთხოვნას ვალუტაზე და იწვევს მის გამყარებას.

სავალუტო რეზერვების როლი ვალუტის სტაბილიზაციაში

ქვეყნის სავალუტო რეზერვების დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვალუტის სტაბილიზაციის უნარზე. ვალუტის არასტაბილურობის დროს, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, რომ სავალუტო რეზერვები გამოიყენოს სავალუტო ბაზარზე ჩარევისთვის ან ვალუტის მხარდასაჭერად.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში მოქმედებს მართვადი, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, საქართველოში არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.

ასევე იხილეთ