top_leaderboard
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება – არგუმენტი, რომ კანონი რუსულია, საზოგადოებაზე უკვე აღარ მოქმედებს

გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ემსახურებამითი, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება, სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, არგუმენტი, თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსულია, საზოგადოებას გავლენას ვეღარ მოახდენს.

როგორც ეკა სეფაშვილმა თქვა, აღნიშნული კანონპროექტი არა თუ გარკვეული საქმიანობის შეზღუდვას ემსახურება, არამედ გამჭვირვალობას.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება და მეორე მხრივ, ეს არის იმ აქტორების მხრიდან მეტი გამჭვირვალობის შემოტანა ქვეყანაში, როგორიც არისენჯეოდა მედია სექტორი, რომელიც აქამდე გაუმჭვირვალე იყო. არგუმენტი, რომ კანონი რუსულია, საზოგადოებაზე უკვე აღარ მოქმედებს, რადგან მან შარშან დაინახა, როგორ შეიყვანეს შეცდომაში. მეორე მითი, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებს, არის ის, თითქოს ეს კანონი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება, სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის, – კანონი ევროკავშირის ერთერთ პრინციპის გამჭვირვალობის დაცვას ემსახურება.

საქმიანობის შეზღუდვა ამ კანონის მიხედვით არ ხდება. მხოლოდ ფინანსური წყაროების შესახებ ინფორმაცია არის ჩვენი ინტერესის სფერო და ეს არის იმ თანამედროვე დემოკრატიის მიდგომა, რომელსაც ინფორმირებული არჩევანი ეწოდება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ამის შემდეგ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ