top_leaderboard
left_sabechdi

როგორ შევარჩიოთ ჰამაკი და სად შევიძინოთ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად?

ჰამაკი ეს არის ქსოვილით ან  თოკებით შექმნილი შეკიდული საწოლი, რომელიც გამოიყენება დასასვენებლად, საქანელად ან დასაძინებლადაც კი. ჰამაკი საუკეთესო საშუალებაა თბილ ამინდებში სუფთა ჰაერზე რელაქსაციისა და განტვირთვისთვის, თუმცა, მას მხოლოდ გარე სივრცეში არ იყენებენ, იგი შესაძლოა განთავსდეს დახურულ აივანზე, ტერასაზე, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს მიიღებთ სიამოვნებას მასში ნებივრობით. ასევე, მას აქტიურად იყენებენ კემპინგის დროსაც.

არსებობს სხვადასხვა ტიპის  და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ჰამაკები, რომლებიც Liloshop-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ:

ქსოვილის ჰამაკები – მზადდება ბამბისგან, პოლიესტერისგან ან ამ მასალების ერთობლიობისგან. როგორც წესი ასეთი ჰამაკები რბილი და კომფორტულია, გამოირჩევა ცოცხალი ფერებითა და დიზაინით.

თოკისგან მოქსოვილი ჰამაკები: ამ ტიპის ჰამაკები მზადდება გადახლართული თოკებისგან, როგორც წესი მას ქსოვენ ხელით და შეიძლება ითქვას ჰამაკის ყველაზე გავრცელებული ტიპი სწორედ ესაა. ასეთი ჰამაკი ჰაერის ცირკულაციის გზით ინარჩუნებს სიგრილეს ცხელ კლიმატშიც კი.

ბრაზილიური ჰამაკები: ბრაზილიურ ჰამაკებს ეძახიან ბამბის ქსოვილისგან შექმნილ ხელნაკეთ ჰამაკებს, რომლებიც დეკორატიულ ფარდას ჰგავს და მკვეთრი ფერებით გამოირჩევა.

კემპინგის ჰამაკები: ეს არის მსუბუქი და პორტატული ჰამაკები, რომლებიც შექმნილია ზურგჩანთებისა და თავგადასავლებისთვის. ისინი ხშირად დამზადებულია გამძლე ნეილონისგან და მოჰყვება კოღოების ბადეები ბუნებაში მწერებისგან დაცვის მიზნით.

ჰამაკის ყიდვისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რათა სწორედ იმაზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც ზუსტად თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს:

პირველ რიგში გადაწყვიტეთ, რა მიზნით ყიდულობთ მას –  დასასვენებლად, კემპინგისთვის თუ შიდა სივრცეში განსათავსებლად.

მოგეხსენებათ,  ჰამაკები მზადდება ისეთი მასალებისგან, როგორიცაა ბამბა, პოლიესტერი, ნეილონი, თოკი. თითოეულ მასალას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები კომფორტისა და  გამძლეობისა თვალსაზრისით. ამიტომ შეარჩიეთ ისეთი მასალა, რომელიც შეესაბამება თქვენს გარემო პირობებს და მოთხოვნებს.

ზომა და მოცულობა: შეძენამდე ჩამოყალიბდით, რამდენ ადამიანზე გათვლილი ჰამაკი გჭირდებათ, ეს მნიშვნელოვანია შერჩევისას, რადგან უნდა იცოდეთ, რა წონისთვის განკუთვნილი ჰამაკი იყიდოთ. დაინტერესდით,  თუ შეუძლია მას, კომფორტულად დაიტიოს რამდენიმე ადამიანი და  გაუძლოს მათ ერთობლივ წონას.

სტილი: როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს სხვადასხვა სტილის ჰამაკები, თითოეულ მათგანს აქვს მისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებები და უპირატესობები, ამიტომ შეარჩიეთ ის, რომელიც შეესაბამება თქვენს სურვილებს  და მისი გამოყენების ადგილს.

ჰამაკებს საუკეთესო ფასად გთავაზობთ liloshop.ge-ზე და ისარგებლებთ მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ასევე იხილეთ