leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელ შრომაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ გახსნეს.

ახალი ინფრასტრუქტურა ასევე დაათვალიერეს და სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ ოზურგეთის საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი.

„ვაკისუბანში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 60 ბავშვზეა გათვლილი და აღჭურვილია ახალი ინვენტარით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშოებით და ავეჯით. ასევე, ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კიდევ 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაციას ვაკეთებთ. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ევროკავშირს ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!“ აღნიშნა მერმა.

 

საბავშვო ბაღის პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

 

ასევე იხილეთ