leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: არ შეიძლება პრეზიდენტის უცხოეთში გაშვება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის უმჯობესია, რომ მთავრობა უარს ეუბნება მას უცხოეთში ვიზიტზე, ვინაიდან ამით საქართველო ნაკლებ დარტყმას მიიღებს.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წლის 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტზე მთავრობამ უარი უთხრა.

„მიკვირს, ზურაბიშვილთან დაკავშირებით რომ გაქვთ კითხვები, რატომ არ შეიძლება მისი გაშვება უცხოეთში. როგორც ბავშვს არ შეიძლება, ასანთი ანდო ან სახლში უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება პრეზიდენტის უცხოეთში გაშვება. ეს ადამიანი ფეთქებადი ნივთიერებაა – სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის და თქვენ გინდათ, ამაში ჩვენ ხელი შევუწყოთ? მისთვის არის კარგი, რომ მთავრობა უარს ეუბნება უცხოეთში წასვლაზე, რადგან საქართველო ნაკლებ დარტყმას იღებს. გასაგებია, რომ არ აინტერესებს და არ სტკივა საქართველო, მაგრამ რაც ნაკლებ დარტყმებს მიიღებს საქართველო და შემდეგ – ფორმალური პრეზიდენტი, მით უკეთესია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ