top_leaderboard
left_sabechdi

დე ლაურენტისი: ვაჩვენეთ, რომ არ ვიმსახურებთ ამ სატურნირო მდგომარეობას

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სერია A-ს 31-ე ტურში „მონცასთან“ გამარჯვებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნაპოლი“ არ იმსახურებს სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე ყოფნას, არამედ, უფრო მაღალ საფეხურს.

„ვაჩვენეთ, რომ არ ვიმსახურებთ იმ სატურნირო მდგომარეობას, რომელიც გვაქვს. ასე გააგრძელეთ მომდევნო შვიდ შეხვედრაში, ევროტურნირებისკენ!“ – დაწერა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე აქვს აქტივში (2 მოპოვებული პენალტიც), ხოლო ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.

ასევე იხილეთ