top_leaderboard

ზურაბ ქადაგიძე: როდესაც გარშემო ომის, გეოპოლიტიკური კატასტროფების საშიშროებების დიდი ალბათობაა, შენ კიდევ შეგიძლია, დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სოციალური პროექტები ახორციელო, ნამდვილად გვაქვს საამაყოდ საქმე

საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის ეფექტურობაზე  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. ქადაგიძე განმარტავს, თუ რა შედეგი მოაქვს  მშვიდობას და ამის დასტურად მოჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებული პროექტები. როგორც ქადაგიძე აცხადებს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„რა შედეგი მოაქვს მშვიდობას და რაციონალურ პოლიტიკას?

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე:

  • „უზრუნველყოფილი იქნება 800 მეგავატი ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება“;
  • „თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4-4.5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში, მოსალოდნელია მომავალშიც ვიზიტორების სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს, ბუნებრივია, ინფრასტრუქტურამ“;
  • „ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით“.

როდესაც გარშემო ომის, დაძაბულობის და გეოპოლიტიკური კატასტროფების საშიშროებების დიდი ალბათობაა, შენ კიდევ შეგიძლია თავისუფლად, მიზანმიმართულად და შესაძლებლობების ფარგლებში დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სოციალური პროექტები ახორციელო შეუფერხებლად, ნამდვილად გვაქვს საამაყოდ საქმე, რომ ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის გონიერებამ შედეგი გამოიღო.

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!“ –  წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

ასევე იხილეთ