leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია სიმართლესთან მარცხდება – ისევ წაუკითხაობას სთავაზობენ მოსახლეობას

ოპოზიცია სიმართლესთან მარცხდება – ისევ წაუკითხაობას სთავაზობენ მოსახლეობას, იმიტომ, რომ შიგნით რუსული ნამდვილად არაფერი წერია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„დრომ სიმართლეზე იმუშავა, ოპოზიცია მარცხდება სიმართლესთან. ის, რომ ეს კანონი რუსული არ არის, ყველა აღიარებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ. შინაარსშიც რომ არავითარი საეჭვო არ არის, სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ შინაარსში არ შევიდეთო. ისევ წაუკითხაობას სთავაზობენ მოსახლეობას, იმიტომ რომ შიგნით ნამდვილად არაფერი რუსული არ წერია. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებაში ფორმირდება მთავარი კითხვა – რა არის ის, რისი გამჟღავნებისაც ეშინია არასამთავრობო სექტორის სწორედ იმ ნაწილს, რომელიც დიდ ფულზეა დამოკიდებული და ხშირად ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ეს პასუხი ძალიან მალე დადგება. საზოგადოება უკვე მაქსიმალურად არის ინფორმირებული და ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს იმ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემას, რასაც უმალავენ საზოგადოებას,” – განაცხადა ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ