top_leaderboard
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: არგუმენტები, თუ რატომ უნდა იყოს ადამიანი გამჭვირვალობის წინააღმდეგი, არ ჩანს

რადიკალური ოპოზიციისგან არ ველოდებით არგუმენტებს, რადგან რეალურად, არგუმენტები, თუ რატომ უნდა იყოს ადამიანი გამჭვირვალობის წინააღმდეგი, არ ჩანს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს პერიოდი გვაჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არა თუ ერთი არგუმენტი არ დაუდიათ, არამედ მხოლოდ დეზინფორმაციის ამარა არიან დარჩენილები და უსინდისოდ იტყუებიან და ცდილობენ, რომ ჩვენი საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ, რადგან ჩვენი საზოგადოება ყველაზე სწორად და ზუსტად აღიქვამს ყველაფერს და აფასებს შესაბამისად. ეს შეფასება, ამ რადიკალური ჯგუფებისათვის, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ასევე იხილეთ