leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“ გია ჯაფარიძის განცხადებაზე: ფასიანი მონები ხართ, რომლებმაც 30 ვერცხლად საკუთარი სულებიც მიჰყიდეთ თქვენს პატრონს და ახლა უკვე უფასო მონებს აზომბირებთ, „ქსელური მარკეტინგის“ საუკეთესო ტრადიციებში – შინაარსში არ შეხვიდეთო

„შინაარსში მართლა არ უნდა შევიდეთ – თქვენ ხართ მონები. პლანტატორის მათრახს მიჩვეული ბამბის მკრეფავი მონები. თქვენ გძულთ თავისუფლება, თქვენ გძულთ ადამიანის უნარი – აზროვნებდეს. ანუ, შედიოდეს ამ შინაარსში, იქიდან აზრის გამოტანის უფლებით“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ძმის, გია ჯაფარიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეები შინაარსში არ უნდა შევიდნენ და ისე განაცხადონ, რომ ეს კანონი რუსულია. მისი თქმით, მართალია აღნიშნულმა პირებმა საკუთარი თავის გენმოდიფიცირება მოახდინეს, ისინი „ფასიანი მონები“ არიან და ახლა ცდილობენ საზოგადოებაზე მოახდინონ გავლენა და ხალხი დაარწმუნონ, რომ კანონის შინაარსი არ განიხილონ.

 

„შინაარსში მართლა არ უნდა შევიდეთ – თქვენ ხართ მონები. პლანტატორის მათრახს მიჩვეული ბამბის მკრეფავი მონები. თქვენ გძულთ თავისუფლება, თქვენ გძულთ ადამიანის უნარი – აზროვნებდეს. ანუ, შედიოდეს ამ შინაარსში, იქიდან აზრის გამოტანის უფლებით. აი კონკრეტულად თქვენ – პლანტატორსა და მონას შორის იგივე შუალედური პოზიცია გიკავიათ, როგორიც ეკავა „პოლიცაის“ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ იმავე უკრაინაში. თქვენ – ფასიანი მონები ხართ, რომლებმაც შავ 30 ვერცხლად საკუთარი სულებიც მიჰყიდეთ თქვენს პატრონ ლუციფერს და ახლა უკვე უფასო მონებს აზომბირებთ, „ქსელური მარკეტინგის“ საუკეთესო ტრადიციებში – შინაარსში არ შეხვიდეთო. თქვენ ორი ძირითადი სერიოზული პრობლემა გაქვთ. საკუთარი, ინდივიდუალური გენმოდიფიცირება კი მოახდინეთ, მაგრამ: ქვეყნის ისტორიას საერთოდ არ იცნობთ. თქვენნაირი „პოლიცაი“ საქართველოს ოსმალეთის, სპარსეთის, არაბეთის, ორგზის რუსეთის – უკვე ჰყავდა… იცით, ვინ ამარცხებდა თქვენს წინაპარ-მონებს და „პოლიცაებს“ და ვინ დაამარცხა ისინი 35 წლის წინ? 9 აპრილის გოგო/ბიჭებმა, მამებმა, დედებმა და ბებიებმა. ამ გმირობის შინაარსშიც არ შეხვიდეთ: გმირობის სათქვენო სინონიმი – „შნირობაა“ და თქვენ გელით კიდევ ერთი გარდაუვალი „9 აპრილი“. მეორე თქვენი პრობლემა – აზრზე არა ხართ, რა ქვეყანაში დაიბადეთ და ვინ მართავს აქ პროცესებს დასაბამიდან „ბოლო ჟამამდე“. ვერც თქვენ, შნირო-პოლიცაებო, ვერც თქვენი პატრონი ამ ძალებს ვერ დაამარცხებთ. თუ რატომ, ამ შინაარსშიც ნუ შეხვალთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

ასევე იხილეთ