leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა მეგრელიშვილი გახარიას გუნდის ალტერნატიულ კანონპროექტზე: გახარია, მისი გუნდით, აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და ხელს უწყობს „ნაცმოძრაობას“

„გვყავს ძალები, რომლებიც „გამჭვირვალობის“ ირგვლივ სამართლებრივ ენაზე არ საუბრობენ, მის შინაარსში არ შედიან და მას რუსულს უწოდებენ, და გვყავს ძალები, რომლებიც ალტერნატიულ კანონპროექტს გვთავაზობენ, მაგრამ უმრავლესობასთან კანონის პროექტის სამართლებრივ განხილვაზე ისინიც უარს ამბობენ და იზიარებენ ოპოზიციის მესიჯს, რომ კანონპროექტის წაკითხვას აზრი არ აქვს, რადგან ის წაკითხვის გარეშეც რუსულია“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიულ კანონპროექტზე.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გახარია, მისი გუნდით აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ხელს უწყობს და ეხმარება რა „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველი პოლიტიკური ფეხის გადაბრუნებისას და ნატკენი ფეხის დასაზოგად ყოველ ჯერზე ყავარჯენს უწვდის.

„პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ბევრი იფიქრეს, თუ როგორ დახმარებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის არასამთავრობო პოლიტიზებულ ნაწილს შავი ფულისათვის ბრძოლაში და ალტერნატიული კანონპროექტი მოიფიქრეს. მათი მტკიცებით, „გახარია საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივები უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და აზრს უკარგავს „ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. საინტერესო ის არის, რომ იმედი, თითქოს ეს ძალა ობიექტურად შევიდოდა კანონის პროექტის შინაარსში და უმრავლესობასთან გონივრულ ოპონირებას გასწევდა მალევე გაბათილდა, როცა მათაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ რუსული უწოდეს და მის შინაარსობრივ განხილვაზე არასამთავრობო სექტორის მსგავსად უარი რუსული კანონის მოტივით განაცხადეს.

ანუ, კანონის პროექტზე მსჯელობის, ჩვენს მოლოდინში, გვყავს ძალები, რომლებიც, „გამჭვირვალობის“ ირგვლივ სამართლებრივ ენაზე არ საუბრობენ, მის შინაარსში არ შედიან და მას რუსულს უწოდებენ, და გვყავს ძალები, რომლებიც ალტერნატიულ კანონპროექტს გვთავაზობენ, მაგრამ უმრავლესობასთან კანონის პროექტის სამართლებრივ განხილვაზე ისინიც უარს ამბობენ და იზიარებენ ოპოზიციის მესიჯს, რომ კანონპროექტის წაკითხვას აზრი არ აქვს, რადგან ის წაკითხვის გარეშეც რუსულია. გახარია, მისი გუნდით, აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ხელს უწყობს და ეხმარება რა „ნაციონალურ მოძრაობას” ყოველი პოლიტიკური ფეხის გადაბრუნებისას და ნატკენი ფეხის დასაზოგად ყოველ ჯერზე ყავარჯენს უწვდის“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ