ზურაბ ქადაგიძე: ბევრი იფიქრა გამჭვირვალობის კანონპროექტზე გახარიამ და ბოლოს ისევ ნაცების ლეღვისფოთლობა მოახერხა
„ბევრი იფიქრა გამჭვირვალობის კანონპროექტზე გახარიამ, ბოლოს ისევ ნაცების ლეღვისფოთლობა მოახერხა“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ კანონპროექტს.
მისი თქმით, სხვა რაღა უნდა ქნას გახარიამ, რით უშველოს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, როდესაც მასთანაც მივიდა დირექტივა შავი ფულის უკონტროლობაზე.
„ბევრი იფიქრა გამჭვირვალობის კანონპროექტზე გახარიამ, ბევრი და ბოლოს ისევ ნაცების ლეღვისფოთლობა მოახერხა. ალტერნატიული კანონპროექტი დააინიციირა მისმა, პარტიამ და თან ხალხს აღუთქვა, რომ მათი კანონპროექტი უფრო გამჭვირვალეს გახდის პროცესს, ვიდრე „ოცნების“ „რუსული“ კანონიო… სხვა რაღა უნდა ქნას ამ კაცმა, რით უშველოს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, როდესაც მასთანაც მივიდა დირექტივა შავი ფულის უკონტროლობაზე? ამიტომაც, თხა თხაზე ნაკლები მიშამ შეგჭამოსო და შავი ფულის შემოდინების, კანონიერი სქემა მოიფიქრა – როგორ გაათეთრებინოს „აგენტოკრატებს“ ფინანსები“, – წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუქზე.