top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: უზბეკეთის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ძალიან წარმატებული საუბრები გვქონდა

საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრებზე საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ძალიან წარმატებული საუბრები გვქონდა ჩვენს საპარლამენტო და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. 2018 წლიდან საქართველოსა და უზბეკეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს მემორანდუმი უფრო პრაქტიკული გახდეს როგორც სექტორული კომიტეტების მუშაობის მხრივ, ისე მეგობრობის ჯგუფების დონეზე. მოხარული ვარ, რომ პირადი კონტაქტი შედგა პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან, ეს რა თქმა უნდა, ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრები ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ასევე იხილეთ