top_leaderboard
left_sabechdi

ნეთანიაჰუ: რაფაში შესვლის თარიღი უკვე არჩეული გვაქვს

„ჰამასზე“ სრული გამარჯვების მოსაპოვებლად რაფაში შესვლაა საჭირო – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე შერჩეული აქვთ თარიღი, როდესაც ისრაელის შეიარაღებული ძალები რაფაში შევლენ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად.

„ეს მოხდება – უკვე არსებობს თარიღი. გამუდმებით ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რაშიც შედის ჩვენი ტყვეების გათავისუფლება და „ჰამასზე“ სრული გამარჯვების მოპოვება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მანამდე, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფადან 1 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის გაყვანას აპირებდა, მანამ იქ დარჩენილ „ჰამასის“ საბრძოლო ბატალიონებს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდნენ.

ასევე იხილეთ