top_leaderboard

დავით ქართველიშვილი: დღესაც უმძიმესი დიდი მარხვაა ქვეყანაში, ოღონდ მესანგრეთა ნიჩბებითა და მომწამლავი აირით კი არ გვემუქრებიან, არამედ, პირდაპირ – ღმერთმებრძოლეობით

„გრანტიჭამია ჭინკები იმდროინდელი საბჭოთა კოლონიის ჩანაცვლებას გვთავაზობენ ახალი, ევროსაბჭოთა კოლონიით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათ მფარველებს სურთ ევროკავშირის – ევროსაბჭოთა კავშირად ტრანსფორმირება, დედაქალაქით ბრიუსელში, რადგან ისინი არაკომფორტულად გრძნობენ თავს დამოუკიდებელ, თვითმყოფად და მრავალეროვნული იდენტობის მქონე სახელმწიფოთა გარემოცვაში.

„1989 წლის 9 აპრილს, დიდი მარხვის წმ. იოანე კლემაქსის საკვირაო წირვის წინ, სისხლიანი მსხვერპლშეწირვის გაღება მოუწია საქართველოს. მძიმე კი არა, უმძიმესი დიდი მარხვა გადაიტანა ქვეყანამ და სასოწარკვეთილებაში მყოფთ, აქამდე არნახულად უტკბესი აღდგომა გაუთენდათ 30 აპრილს. რაც იმ მომენტში რაღაცის დასასრულად მოეჩვენა ვინმეს – რაღაცის დასაწყისში გადაიზარდა.

დღესაც უმძიმესი დიდი მარხვაა ქვეყანაში. ოღონდ მესანგრეთა ნიჩბებითა და მომწამლავი აირით კი არ გვემუქრებიან, არამედ პირდაპირ ღმერთმებრძოლეობით. გრანტიჭამია ჭინკები იმდროინდელი საბჭოთა კოლონიის ჩანაცვლებას გვთავაზობენ ახალი, ევროსაბჭოთა კოლონიით. რამეთუ მათში მონების, ვასალების, კუჭ-ნაწლავის დონეზე ქვეყნის „სიყვარულის“ მუხტი არსად არ გამქრალა. თავისუფლება და დამოუკიდებლობა მათ აშინებს, რადგანაც ლუციფერს განაშორებს და მის ამქვეყნიურ ლეგიონს – „გლობალური ომის პარტიის“ სახით.

ეს სწორედ მათ სურთ ევროკავშირის – ევროსაბჭოთა კავშირად ტრანსფორმირება, დედაქალაქით ბრიუსელში. ისინი არაკომფორტულად გრძნობენ თავს დამოუკიდებელ, თვითმყოფად და მრავალეროვნული იდენტობის მქონე სახელმწიფოთა გარემოცვაში. მათ ნეოსაბჭოთა კავშირი იზიდავს ერთი ხელისუფლებით, ერთი კანონმდებლობით, ერთი „სარწმუნოებით”, სადაც რომის პაპი ტრანსგენდერი უნდა იყოს. მათ იზიდავს გარემო, სადაც მათ ბიომასას არ მოაკლებენ საკვებს, ხოლო მათ სექსუალურ აღზევებას – ინსტინქტების დაკმაყოფილების მრავალფეროვნებას.

დღეს ახალი 9 აპრილი გაუთენდა ერს, რათა მათი დამარცხება ვიზეიმოთ. გაგიკვირდებათ, და პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც, ჩვენკენ აქვთ მზერა უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ხორვატიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან და ა.შ. ანუ, მოერევა თუ არა ამ ჯერზეც „დავითი“ „გოლიათს“, როგორც ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ 1989 წლის 9 აპრილს? შევძლებთ თუ არა ევროპაში ევროსაბჭოთა კავშირის აჩრდილის დამარცხებას ჩვენი სიმტკიცითა და ღირსებით, რათა კონტინენტს ლეგიონისგან გათავისუფლება მოვუპოვოთ? ამიტომ ეშინიათ ასე ჩვენი და ჩვენი 9 აპრილის. ამიტომ აქვთ გადასროლილი საქართველოში ჩვენი ფიზიკური, პოლიტიკური და სულიერი განადგურებისაკენ მიმართული საერთაშორისო და ადგილობრივი ძალები.

მაგრამ… ვინც ჩვენ გადაგვეყრება და ვინც ჩვენს უფალსა და ღვთისმშობელს აუჯანყდება – მტრისას! დღეს კი მოვიხსენიოთ საქართველოს თავისუფლებისთვის და იბერიის გაბრწყინებისთვის თავდადებული გმირების სახელები. მათ მიერ დაწყებული ბრძოლა  ჩვენი გასაგრძელებელია“, – წერს დავით ქართველიშვილი.

 

ასევე იხილეთ