top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: სიცოცხლით ვაგებ პასუხს – არანაირი გარიგება „ალტ-ინფოსთან“ არ გვაქვს

„სიცოცხლით ვაგებ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი გარიგება „ალტ-ინფოსთან“ არ გვაქვს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

„რაც შეეხება „ალტ-ინფოს“, მსგავსი შეთქმულების თეორია ბუნებაში არ არსებობს. ის გადაწყვეტილება, რაც შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს, დამყარებულია სამართლებრივ არგუმენტებზე“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა.

ასევე იხილეთ